Saturday, October 4, 2014

პროექტის პორტფოლიო




დღეს დამთავრდა ინტელის ტრენინგი-პროექტული სწავლება.ძალიან კმაყოფილი ვარ.მოვისმინე საინტერესო პრეზენტაციები.ვფიქრობ,ტრენინგზე მიღებული გამოცდილება დამეხმარება მომავალ საქმიანობაში.დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ირინას.

Saturday, September 27, 2014


დღეს ტრენინგის მეშვიდე დღე იყო. ვისაუბრეთ .მოსწავლეთა  შეფასებებზე ..გავეცანით.კრეატიულ შეფასებას.გავაკეთეთ სავარაუდო ნაშრომის შეფასება და თვითშეფასებისკრიტერიუმები.უამრავ გეგმას ვსახავ .

Monday, September 22, 2014

ტრენინგზე გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს. გავიგე რამდენად სწორად დავეხმარები მათ ტექნოლოგიების გამოყენებაში.

Saturday, September 20, 2014

დღეს ტრენინგის მე-5 დღეა. ვისწავლეთ კომენტარის ჩაწერა, უკუკავშირის სახეები, აქტივობები მოსწავლეთა დაწყვილებისათვის. საავტორო უფლებების დაცვა. ყველა საკითხი საინტერესოდ იქნა გაშუქებული.

Sunday, September 14, 2014

დღეს ტრენინგის მე-4 დღეა. აქამდე ჩემმა კომპიუტერმა არ მომცა საშუალება დამეწერა რეფლექსია . მინდა აღვნიშნო რომ პროექტებს მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესში რადგან მოსწავლის კრიტიკული აზროვნების განვითარების მეტი საშუალებაა. გავერკვიე პროექტის მსვლელობაში. მიზნებში, შინაარსში, მიმართულების მიმცემ კითხვებში. დღეს უკვე შეფასების დროში გაწერილი გეგმაც გავაკეთე და შეფასებებშიც კარგად დავინახე შეფასების ინსტრუმენტები რომლებიც ადრე არ ვიცოდი. იმედია შემდგომი მუშაობა უფრო საინტერესო იქნება